lic.ge
მთავარზე დაბრუნება
lic.gePowered by Fixit

შეძენის, დაბრუნების და გაუქმების პოლიტიკა

Refund, Return & Cancellation Policy | ამოქმედების თარიღი: 2025 წლის იანვარი

1. ზოგადი დებულება

LIC.GE ყიდის ციფრულ პროდუქტებს (პროგრამული ლიცენზიები). ლიცენზიის გასაღების (Product Key) გაცემის შემდეგ, ციფრული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაბრუნება შეზღუდულია. კომპანია ხელმძღვანელობს „სამომხმარებლო უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.

განაცხადები მიიღება შეძენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. ლიცენზიის მიწოდება

  • სახეობა: ციფრული პროდუქტი — Product Key
  • მიწოდება: ელ-ფოსტა + პირადი კაბინეტი
  • ვადა: გადახდიდან 5–15 წუთი (ავტომატური სისტემა)
  • პრობლემის შემთხვევაში (key 30 წუთში არ მოვიდა): support@lic.ge

3. თანხის დაბრუნება — დასაშვები შემთხვევები

თანხა სრულად დაბრუნდება 3–7 სამუშაო დღეში, თუ:

  • ლიცენზიის გასაღები ტექნიკური მიზეზით ვერ გაიგზავნა და delivery 24 საათში ვერ მოხდა
  • გაცემული გასაღები ვენდორის სისტემაში „invalid“ ან „already used“ სტატუსით ჩანს — კომპანიის ბრალეულობით
  • გადახდა ტექნიკური შეცდომის გამო ორჯერ განხორციელდა
  • შეძენილი პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება პლატფორმაზე წარმოდგენილი აღწერისაგან

4. თანხის დაბრუნება — დაუშვებელი შემთხვევები

თანხის დაბრუნება არ განხორციელდება, თუ:

  • ლიცენზიის გასაღები გააქტიურებულია Microsoft/Adobe/სხვა ვენდორის სისტემაში
  • გავიდა 7 კალენდარული დღე შეძენიდან
  • მომხმარებელმა შეცდომით შეიძინა არასწორი პროდუქტი (ამ შემთხვევაში შეიძლება შეთავაზებული იქნეს გაცვლა)
  • მომხმარებელი ვეღარ სარგებლობს პროდუქტით საკუთარი მოწყობილობის ან OS-ის ცვლილების გამო

5. გაცვლა

გაუქტიურებელი ლიცენზიის გაცვლა სხვა პროდუქტზე შესაძლებელია შეძენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. საფასო სხვაობის შემთხვევაში — სხვაობა ჩამოიჭრება ან ანაზღაურდება.

6. განვადება (BoG „განაწილე“)

განვადებით შეძენილი პროდუქტის გაუქმება/დაბრუნება ხდება საქართველოს ბანკის „განაწილე“ სერვისის წესების შესაბამისად. დავის შემთხვევაში ჯერ მოგვმართეთ — support@lic.ge — ბანკთან პროცედურის გამარტივებისთვის.

7. Chargeback / სადავო ოპერაცია

გთხოვთ, chargeback-ის მოთხოვნამდე დაგვიკავშირდეთ — პრობლემების უმეტეს შემთხვევას ვაგვარებთ 24 სამუშაო საათში.

საკონტაქტო: support@lic.ge | +995 032 2 05 26 23

8. თანხის დაბრუნების პროცედურა

  1. 1გამოგვიგზავნეთ განაცხადი: support@lic.ge
  2. 2მიუთითეთ შეკვეთის ნომერი, ელ-ფოსტა და პრობლემის აღწერა
  3. 3პასუხს მიიღებთ 1 სამუშაო დღის განმავლობაში
  4. 4დამტკიცებული თანხა დაბრუნდება 3–7 სამუშაო დღეში

9. სამართლებრივი საფუძველი

  • საქართველოს კანონი „სამომხმარებლო უფლებების დაცვის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
  • Visa Core Rules და Mastercard Rules — eCommerce merchant website requirements

10. კონტაქტი

მერჩანტი: შპს ფიქსითი (ს/კ 400310329)

სავაჭრო დასახელება (DBA): LIC.GE

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი

ტელეფონი: +995 032 2 05 26 23

ელ-ფოსტა: support@lic.ge

ვებ-გვერდი: https://lic.ge

მხარდაჭერა: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00